სირიის ქალაქ ლატაკიაში გარდამავალი მთავრობის ძალებსა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
ამასთან, სირიის საინფორმაციო სააგენტო Step-ი წერს, რომ დატყვევებულია 25-ზე მეტი პირი. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის შეფასებით, ეს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ასადის დამხობის შემდეგ, ყველაზე ძალადობრივი თავდასხმა იყო.
ლატაკიაში სირიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ასადის მხარდამჭერები კარგად დაგეგმილი და წინასწარ განზრახული გეგმით მოქმედებდნენ.