ორი ადამიანი დაშავდა ხარკოვზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად. დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა - განაცხადა ქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და ტექნიკური სართული. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა.
განადგურდა ლიფტის შახტი, დაზიანდა ფასადის ნაწილი მეცხრე და ტექნიკურ სართულებს შორის, ასევე მიმდებარე სახლები და რვა ავტომობილი.
მიმდინარეობს მაღალსართულიანი კორპუსის ბინადართა ევაკუაცია - წერს ტერეხოვი ტელეგრამ-არხზე.