იაპონიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ტყის ხანძარი, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
ადგილობრივი მაუწყებლების მიერ გავრცელებულ დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ძლიერი კვამლი ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ოფუნატოს მახლობლად ტყის თავზე. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას 26 თებერვალის შემდეგ ცდილობენ, როცა მშრალი ჰაერის გამო ხანძრის პირველი კერა გაჩნდა.
სტიქიის ზონებში ხანძრის ჩასაქრობად ახლა რამდენიმე დიდი სამხედრო ვერტმფრენია მობილიზებული. იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ხანძარი გავრცელდა 2 ათას 600 ჰექტარზე და 4 ათას 596 ადამიანს უბრძანეს ევაკუაცია.
ხანძრის მასშტაბმა გადააჭარბა 1992 წელს დაფიქსირებულ წინა რეკორდს- აცხადებენ იაპონიის სატყეო სააგენტოში.