უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც გამოიწვია ქალაქში ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემების გათიშვა - განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს ხანძარი, დაზიანებული ავტომობილები და ნამსხვრევები მიწაზე.