აშშ-ის პრეზიდენტი დღეს შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის თანაშემწეებს, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის მიმართ მომავალი პოლიტიკის ვარიანტები და შესაძლო ზომების მიღება.
ვარიანტებს შორის არის უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება ან გაუქმება, მათ შორის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბოლო მიწოდების, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცდა და შესყიდულია.
ახლა მზადება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მიმდინარეობს. პირველი შეხვედრა თებერვალში ერ-რიადში გაიმართა.