იაპონიის პრემიერ-მინისტრი ტრამპი-ზელენსკის ჩაშლილ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა

02 მარტი 2025, 11:59 198 ნახვა

იაპონიის პრემიერ მინისტრის შიგერუ იშიბას განცხადებით, ოვალურ კაბინეტში საგანგებო შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება გარკვეულწილად მოულოდნელი იყო. 
იშიბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატია არ უნდა იყოს ემოციების კონფლიქტი და ის უნდა გამოიხატებოდეს თანაგრძნობითა და მოთმინებით მშვიდობის მისაღწევად.  თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების ცხარე კამათი  მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერში იხილა.
ტრამპმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, მისმა ადმინისტრაციამ კი უკრაინის ლიდერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი