ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის - დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2025, 23:47 182 ნახვა

მე მინდა მშვიდობა, ზელენსკი პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ ოფისში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამ შევიტყვეთ ისეთი, რასაც ასეთი დაძაბულობისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარე საუბრის გარეშე ვერ შევიტყობდით. შესანიშნავია, რაც გამოიხატება ემოციებით. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტი ზელენესკი მზად არ არის მშვიდობისთვის. ამერიკა თუ ერთვება, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, - წერს ტრამპი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი