კაია კალასის განცხადება, აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებაზე 

28 თებერვალი 2025, 10:03 108 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში განცხადებით,  შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება არ შეიძლება იყოს წმინდა ეკონომიკური, რადგან ომის დროს საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები.

კაია კალასმა აღნიშნა, რომ თუ ეს შეთანხმება აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს უკრაინაში და ამასთანავე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას უკრაინაში, მაშინ ეს კარგი განვითარებაა.

აქვე დაამატა, რომ მსხვილი ამერიკული კომპანიები უკრაინაში ომამდეც და მისი მიმდინარეობის დროსაც მუშაობდნენ, მაგრამ ამან ქვეყანა რუსეთის შეჭრისგან ვერ იხსნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი