უხვი ნალექის გამო ყველაზე რთული ვითარება იყო გურიაში, სადაც ჩარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩავიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები.
ასევე მეოთხე დღეა გურიაში იმყოფებიან მოხალისეები, ისინი პირველადი დახმარების ნივთებით და პროდუქტებით ეხმარებიან ადგილობრივებს, ვისაც გარეთ გასვლა არ შეუძლია და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოზურგეთში საავტომობილო გზების 80% თოვლისგან გაწმენდილია, რაც შეეხება კომუნალური სერვისების მიწოდებას, ეტაპობრივად აღდგა, თუმცა პრობლემა ისევ რჩება.