კვლავ რთული ვითარებაა ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში. რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ და ამბობენ, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია. სოფელ ციხისძირში, რევაზ დავითაძის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა. როგორც ამბობს ამ ეტაპზე ვიტარების გასაცნობად არავინ დაკავშირებია. სახლში ეტლით მოსარგებლე პირი ცხოვრობს. დიდთოვლობამ სოფ. დაგვაში, ზაურ რომანაძის სახლის სახურავი და მეორე სართული დაანგრია.
ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამ დრომდე ვერ ხერხდება ცხემვანაში ჩარჩენილი მღვდლის და რეინჯერის გამოყვანა, მერიის ინფრომაციითმ, მათთან კონტაქტზე არიან და მაშველები დღეს შეძლებენ გამოყვანას. რამდენიმე დღეა ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი.
ბოლო მონაცემებით დიდთოვლობამ 115 საცხოვრებელ სახლზე მეტი დააზიანა. ასევე რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა გახდა საჭირო. ქობულეთის მერიის ცნობით, ამდროისთვის გაზი 190 აბონენტს არ მიეწოდება. სასმელი წყალი 5-სოფელს არ აქვს.
აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით დილიდან 23 მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდის პროცესში.