ფხენიანი თანამედროვე არმიის შექმნას აპირებს

26 თებერვალი 2025, 08:59 84 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხედრო აკადემიაში ვიზიტის დროს მოითხოვა ძლიერი, თანამედროვე არმიის შექმნა, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ ომს-ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. კიმი  კანგ კონის სამხედრო აკადემიას მას შემდეგ ეწვია, რაც ჩრდილოეთ კორეამ ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად.

მიმდინარე კვირაში კიმმა ასევე მოინახულა კიმ ირ სენის სახელობის პოლიტიკის უნივერსიტეტი, კადრების მომზადების კიდევ ერთი ელიტარული  დაწესებულება და მათ   სამხედრო ლოიალობისა და თავგანწირვისკენ მოუწოდა.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ კიმის წინა ინსპექტირება სამხედრო შენაერთებში და წვრთნა შესაძლოა იყოს მზადების ნაწილი რუსეთში ჯარისკაცების დამატებითი ნაკადების გასაგზავნად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი