დიდთოვლობა ქობულეთში

25 თებერვალი 2025, 14:14 110 ნახვა

ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2-მეტრს აღწევს, ქალაქში კი 50-სმ-ია. თოვლმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, წააქცია ხეები. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების კუთხით.

მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე დღეა დენისა და სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა საკვების და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს. ასევე სამედიცინო დახმარების  ბრიგადები სახლებამდე ვერ მიდიან.

ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის დიდთოვლობამ სახლის სახურავი ჩაანგრია, სოფელ ხუცუბანში, მუხაესტატეში და ჩოლოქის მეურნეობაში. სოფელ ციხისძირიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

უწყების ცნობით ყველა მიმართულებით ინტენსიურმა თოვამ ისევ პრობლემები წარმოშვა. ყველა სოფლის ცენტრი და შიდა სასოფლო გზები გასაწმენდია, სადაც რთული მდგომარეობაა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 5000 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 150 აბონენტს. ასევე დიდთოვლობამ 5-საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოანგრია.

ქობულეთში მე-2 დღეა რაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. გზის გაწმენდის სამუშაოებში 16-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.  მოქალაქეები სოფლებში გზის გაწმენდას ითხოვენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში