ტრამპი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს ძალიან მალე გამართავს

17 თებერვალი 2025, 11:09 246 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია ძალიან მალე შეძლებს  შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების საკითხი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ის ბევრს მუშაობს უკრაინაში  მშვიდობის მისაღწევად და სჯერა, რომ პუტინსაც და უკრაინის პრეზიდენტსაც სურთ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. 

ტრამპმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში პირველი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში