ხანძარი იყო შუახევში სოფელ ღორექეთში. მთლიანად დაიწვა დავითაძეების მრავალწევრიანი ოჯახის ერთსართულიანი ხის სახლი და დამხმარე ნაგებობები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, მეზობლებმა შეძლეს გადაერჩინათ ოჯახის კუთვნილი პირუტყვი.
გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. ზარალს მერიის სპეციალური კომისია შეისწავლის. მანამდე ოჯახს მერია დროებით ქირით გაიყვანს, ოჯახს დახმარებას გაუწევენ მუნიციპალური პროგრამებითაც.