თავდასხმა ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე

14 თებერვალი 2025, 14:50 378 ნახვა

თავდასხმა ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე. უპილოტო აპარატი რეაქტორ 4-ის ნარჩენების დამცავ გუმბათს შეეჯახა და ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დრონი მეოთხე ენერგობლოკის საფარს მოხვდა, რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმაშია და მონიტორინგი გრძელდება.

რადიაციის დონის შესახებ განცხადება გაავრცელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც, რომელშიც  აღნიშნულია,  რომ რადიაციის დონე რჩება სტაბილური.

მომხდარზე რუსულ მხარეს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში