ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები გამოიყენოს - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 

14 თებერვალი 2025, 13:39 137 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და პოტენციური სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება.

ჯეი დი ვენსი „The Wall Street Journal“-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა მოლაპარაკებების მაგიდასთან განსახილველ ვარიანტებს შორის რჩება, თუ მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად არ აწარმოებს.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ზრუნავს უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა.

აქვე დაამატა, რომ ტრამპმა შესაძლოა აზრი შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში