რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედროთი ზრდის, პუტინი ომის გასაგრძელებლად ემზადება - ზელენსკი

09 თებერვალი 2025, 13:13 258 ნახვა

რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედოთი ზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

როგორც იგი აცხადებს, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის და მშვიდობისთვის, არამედ ის ომის გასაგრძელებლად ემზადება.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ ნატოს სამხდრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი სწორედ ჩვენს სახელმწიფოში შედგა უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ განვიხილეთ რამშტაინისთის მზადება და ჩვენი საერთო თავდაცვის საჭიროებები. ახლა ჩვენ ვიცით, ჩვენი დაზვერვა გვაცნობებს, რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეასთანაც მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. სამწუხაროდ მოსკოვი ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს ავრცელებს იმ რეგიონშიც, კერძოდ დრონების ტექნოლოგიებს. ეს მარტივ რამეს ნიშნავს: პუტინი სულაც არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის და მშვიდობისთვის, არამედ ემზადება ომის გასაგრძელებლად და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ახლა თავიანთ არმიას 100 ათასზე მეტი სამხედროთი ზრდიან. ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უნდა დაინახოს ეს. მზად ვართ, შესაბამისი ინფორმაცია გადავცეთ და დაზვერვის ხაზით შესაბამისი კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ევროპაში, თითოეულ ქვეყანაში საჭირო იქნება თავდაცვის გაძლიერება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში