ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - უკრაინის მხარდაჭერა ალიანსის მუდმივ ინტერესებშია 

09 თებერვალი 2025, 10:45 176 ნახვა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შეხვდა.

ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად მან მოინახულა უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო, განიხილა მასთან „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის მზადება, ალიანსის წევრი-სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარების გაგრძელება და დრონების წარმოებაში პირდაპირი ინვესტიციები.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს პრიორიტეტების ავანგარდში რჩება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში