თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ დღეს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ზღვისპირელთა მეტოქე უკრაინული ლვოვის „კარპატი“ იქნება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მანამდე 4 შეხვედრა უკვე გამართა და ოთხივეში დამარცხდა.
„დინამოსა“ და „კარპატის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.