თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ დღეს მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე უკრაინული „ჟიტომირი“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებმა სამი შეხვედრა უკვე გამართეს უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“, პოლონურ „მოტორ ლუბლინთან“ და დანიურ „ვეილესთან“ გამართა და სამივეში დამარცხდა.
„დინამოსა“ და „ჟიტომირის“ შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვება მთავარი ეთერში არ გავა.