რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმამ იუნესკოს მიერ დაცულ ზონაში ნგრევა გამოიწვია. დაშავდა 7 ადამიანი.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, იუნესკო-ს დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზარალი და ნგრევაა, დაზიანებულია გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსული ძალების დარტყმის მომენტში სასტუმრო „ბრისტოლში“ ნორვეგიელი დიპლომატები იმყოფებოდნენ. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, შეტევა სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა, რომელთა დაჭერა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის რთულია.