5 მოთხილამურე დაიღუპა საფრანგეთში, აპლებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად.
ოფიციალური პირების განცხადებით, ორი ცალკეული ზვავი ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთ სავოიას რეგიონში ჩამოწვა, რასაც 4 ნორვეგიელი მოთხილამურე ემსხვერპლა. მათგან 3 ადგილზე, ხოლო 1 პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მეორე შემთხვევა უკვე ჩრდილოეთით, შამონის მახლობლად მოხდა.