პუტინი მზადაა უკრაინის საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებები გამართოს

25 იანვარი 2025, 12:01 198 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებების გასამართად, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი სამთავრობო არხთან აკეთებს. კრემლის ლიდერის თქმით, ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ამერიკის ადმინისტრაციიდან ამის მზაობა იქნება. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში კრიზისის თავიდან აცილება ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე იქნებოდა შესაძლებელი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში