რუსული ძალების იერიშს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

24 იანვარი 2025, 12:26 95 ნახვა

რუსული ძალების თავდასხმას უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა. სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქზე საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღეს მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა კერძო სახლში ხანძარი გამოიწვია, ასევე დაზიანდა 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

ოკუპანტის შეტევა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში