ტყის ხანძრის ახალი კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთში. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა 9 ათას 400 ჰექტარ ფართობზე. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. 31 ათასზე მეტმა ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო. სამხრეთ კალიფორნიის უმეტესი ნაწილი განგაშის წითელი დონის ქვეშ დარჩა.