ტრამპმა ბაიდენის ათობით გადაწყვეტილება გააუქმა

21 იანვარი 2025, 14:35 137 ნახვა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა უამრავ აღმასრულებელ ბრძანებას, მათ შორის დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებასა და  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას.  ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ აშშ დატოვებს გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს 12 თვეში და შეაჩერებს ყველა ფინანსურს დახმარებას.

რამდენიმე ექსპერტის აზრით, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ტუბერკულოზის,  ასევე აივ/შიდსის და ჯანმრთელობის სხვა გადაუდებელი სიტუაციების წინააღმდეგ წასვლა, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციის პროგრამებს.

ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი 78 აღმასრულებელი ბრძანება, მათ შორის მინიმუმ ათეული, რომელიც მხარს უჭერს  რასობრივ თანასწორობას  და  ლგბტ თემის წარმომადგენლების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.    

ტრამპმა ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს. 

ტრამპმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არცერთი შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება გაწეული ისეთი გზით, რომელიც სრულად არ იქნება შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი