თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ დაკავებულ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება.
„დღეს ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სასამართლოს მხრიდან უკანონობის დაკანონება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნორმალიზება. ჩვენ ამას არ შევეგუებით და წინააღმდეგობა გაგრძელდება - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.