ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა სერბეთის დედაქალაქში, სადაც ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ბელგრადსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი მომიტინგეები სერბეთის პრეზიდენტს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. თავის მხრივ ალექსანდარ ვუჩიჩი და პარტია ბრალდებებს უარყოფენ. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ნოემბერში, ქალაქ ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ბელგრადის, კრაგუევაცისა და ნიშის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ითხოვენ ნოვი სადის სადგურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გამოქვეყნებას, ასევე მომხდარზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების სისხლის სამართლებრივ დევნას.