რუსეთმა კიევს შეუტია - არის მსხვერპლი

18 იანვარი 2025, 10:38 144 ნახვა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

უკრანის დედაქალაქში, რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები, გაჩნდა რამდენიმე ხანძარი. იერიშის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის, მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიასთან“.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში შევჩენკოს რაიონში, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში