უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ვიქტორ ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად იყო მიწვეული, თუმცა ორბანი აშშ-ში არ გაემგზავრება და ამის ნაცვლად, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.
პრემიერის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ორბანის გამოსვლა ფოკუსირებული იქნება ქვეყნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელსაც უნგრეთი 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა.