რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობსაცავი იწვის

16 იანვარი 2025, 13:16 352 ნახვა
00:00
00:00

უკრაინა რუსეთს დრონებით უტევს. რუსეთის სამხრეთ ვორონეჟის რეგიონში  უკრაინული დრონის ნამსხვრევების ვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა  ნავთობსაცავში. ინფორმაციას  რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე გუსევი ავრცელებს.  

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 წუთის განმავლობაში ვორონეჟის რეგიონში  ოთხი, ხოლო ბელგოროდის რეგიონში ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი