ლოს-ანჯელესის ინფრასტრუქტურის აღსადგენად ათობით მილიარდი დოლარი იქნება საჭირო - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა სრული ფედერალური მხარდაჭერის პირობა დადო და განაცხადა, რომ მთავრობა დაფარავს მეხანძრეების ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ტერიტორიების გაწმენდით ოპერაციისა და დროებით თავშესაფრების ხარჯებს მომდევნო 180 დღის განმავლობაში 100%-ით.
მან ასევე მოუწოდა კონგრესს უზრუნველყოს აღდგენითი სამუშაოების საჭირო დაფინანსება.