ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად ზარალი  150 მილიარდამდე გაიზარდა

11 იანვარი 2025, 11:44 51 ნახვა

ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ხანძრის ეკონომიკურ ზარალი 150 მილიარდ დოლარამდეა. დაიწვა 10 ათასზე მეტი ნაგებობა. პარალელურად დაემატა ევაკუაციის ლოკაციები, გადაიკეტა მთავარი მაგისტრალი, რომელიც ლოს ანჯელესს დასავლეთ ნაწილებთან აკავშირებს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში