ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო აუდიენცია გაიმართა

11 იანვარი 2025, 10:38 85 ნახვა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო აუდიენცია გაიმართა.

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის მთავარი თემები, ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი პაკეტი და უკრაინის საჰაერო უსაფრთხოება იყო.

„რუსეთმა ომის ფასი, პირდაპირ საკუთარ ჯიბეზე უნდა იგრძნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ სანქციებზე საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს, თითქმის სამწლიან ომში, ვაშინგტონის მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმ როლისთვის, რაც ამერიკამ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაში შეასრულა.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა უკრაინელმა ხალხმა უზრუნველყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც იმსახურებს.

„ახლა აშკარაა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ კატასტროფა იყო რუსეთისთვის. უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს უკრაინაში. პრეზიდენტმა პუტინმა როდესაც დაიწყო ეს ომი, იფიქრა, რამდენიმე დღეში დაიკავებდა კიევს. თითქმის სამი წლის შემდეგ კიევი კვლავ თავისუფალია. რუსეთს სურდა უკრაინელი ერის განადგურება. დღეს უკრაინა რჩება თავისუფალ და აქტიურ დემოკრატიად. რუსეთს სურდა უკრაინის ჯარის განადგურება. ახლა ეს არმია უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. რუსეთს სურდა ნატო-ს დაშლა, ამის ნაცვლად, ნატო უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე მისი ისტორიის განმავლობაში ოდესმე“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში