ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და მიმდინარეობს მზადება.
ტრამპმა მარ-ა-ლაგოში რესპუბლიკელ გუბერნატორთან შეხვედრის წინ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სისხლიანი არეულობაა და ეს ომი უნდა დასრულდეს.