ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

09 იანვარი 2025, 12:36 109 ნახვა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, კიევში ვიზიტისას შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მოინახულა კიევში ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც მძიმედ დაზიანდა 2024 წლის ივლისში რუსეთის თავდასხმის შედეგად.
ეს არის ვალტონენის პირველი ვიზიტი უკრაინაში, როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე. ფინეთმა ეუთოს მორიგი თავმჯდომარეობა 1-ელ იანვარს მიიღო.
ზელენსკისთან შეხვედრისას ვალტონენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფინეთის გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი და თქვა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობის დასაწყისშივე უკრაინისადმი ორგანიზაციის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში