ტრამპს გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება სურს

08 იანვარი 2025, 12:19 140 ნახვა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა თავის შვილს, უმცროსს დონალდ ტრამპს, რომელიც გრენლანდიაში იმყოფება, სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, მაგრამ მისი უსაფრთხოება ასევე ძალიან სჭირდება თავისუფალ სამყაროს.
სატელეფონო საუბარი გაიმართა მაშინ, როცა უმცროსი ტრამპი გრენლანდიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ნუუკში იმყოფებოდა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამხედრო ან ეკონომიკური ქმედებების გამოყენებას გრენლანდიის მოსაპოვებლად.
ტრამპმა ივარაუდა, რომ დანიას დაუწესებს ტარიფებს, თუკი იგი წინააღმდეგობას გაუწევს გრენლანდიის შესყიდვის საკითხში, რომელიც, მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ტრამპის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ვაჟი გრენლანდიაში კერძო ვიზიტით ჩავიდა. დანიამ განაცხადა, რომ გრენლანდია, მისი სამეფოს ავტონომიური ნაწილი, არ იყიდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში