ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. ჩერნიგოვზე განხორციელებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის გარეუბანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი. წინასწარი ცნობით, რუსეთმა სავარაუდოდ „ისკანდერ ემ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მტრის 3 რაკეტა და 13 უპილოტო თვითმფრინავი გაანეიტრალეს.