ოკუპანტის იერიში კიევზე

03 იანვარი 2025, 10:26 230 ნახვა

რუსული ძალების თავდასხმას უკრაინის დედაქალაქზე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა, მათ შორის 16 წლის მოზარდია. კიევის რეგიონის ბროვარის რაიონში, ჩამოგდებული სამიზნის ფრაგმენტები სატვირთო მანქანას დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა მანქანის მძღოლი. მტერმა უკრაინის წინააღმდეგ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დრონების ჯგუფი სუმის ოლქიდან პოლტავას ოლქისა და დასავლეთის მიმართულებებით გაფრინდა.

დედაქალაქში თავდასხმის გამო ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში