„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე შავი ყუთიც ნაპოვნია

27 დეკემბერი 2024, 11:55 163 ნახვა

ყაზახეთში ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის, მეორე შავი ყუთი იპოვეს. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ მეტ კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის დაზიანება. თავის მხრივ ნატო ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ცნობისთვის, ავიალაინერი ბაქოდან გროზნოში რეისს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული დაშვებისას აქთაუს აეროპორტში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 პირიდან, 38 დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში