თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

24 დეკემბერი 2024, 12:04 285 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა  და სამი დაშავდა თურქეთში, ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს.

შემთხვევა თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.

რეგიონის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში