სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ჩავიდა და კრემლში პუტინს შეხვდა. ეს მოულოდნელი ვიზიტი დედაქალაქ ბრატისლავაში მრავალათასიანი პროტესტის მიზეზი გახდა.
მომიტინგეები პრემიერს მოღალატეს უწოდებენ და ურჩევენ დარჩეს მოსკოვში. ანტისამთავრობო გამოსვლებია სერბეთშიც.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            