მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება - ვლადიმერ პუტინი

22 დეკემბერი 2024, 19:13 290 ნახვა

მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთი სიტუაციის ესკალაციას ცდილობს, რაზეც რუსეთს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„არავის შეშინება არ არის საჭირო. საფრთხე ბევრია და იზრდება. ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს. ის ამძაფრებს სიტუაციას. თუ ასე უნდათ, დაე იყოს ასე. დაე, კიდევ უფრო გააღრმაონ ესკალაცია. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მაგრამ არა თავის საზიანოდ.

„თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია ისე იცვლება, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობები და პერსპექტივები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ მხოლოდ არა რუსეთის ფედერაციის ინტერესების საზიანოდ", - განაცხადა პუტინმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში