ორბანის განცხადება გაზის ტრანზიტზე

22 დეკემბერი 2024, 12:33 117 ნახვა

უნგრეთმა ბულგარეთისგან მიიღო გარანტია, რომ რუსული გაზის ტრანზიტი „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით არ შეიზღუდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა სოფიაში ბულგარეთის პრეზიდენტთან, და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, შეხვედრა გამართა.„ჩვენი ამოცანაა, შევთანხმდეთ პრეზიდენტთან და მთავრობის მომავალ წევრებთან, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტი იყოს უსაფრთხო. ეს გარანტიები გუშინ მივიღე“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმამისი თქმით, მოლაპარაკებების საჭიროება უკავშირდებოდა სოფიაში მთავრობის ცვლილებას.
ცნობისთვის, ბულგარეთში ოქტომბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში