მოსახლეობის აღწერის ვადები გახანგრძლივდა

20 დეკემბერი 2024, 15:05 137 ნახვა

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა როგორც კარდაკარ, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, აღწერა დროში  გაიწელა იმის გამო, რომ აღმწერს, ხშირად კარს არ უღებენ მოქალაქეები, ხელისშემშლელი პირობა იყო ასევე მეტეოროლოგიური პრობლემები. საქსტატის ცნობით, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეკომენდაციებით, აუცილებელია, რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გეგმაც.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში