კიბერშეტევა უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე 

20 დეკემბერი 2024, 12:01 142 ნახვა

კიბერშეტევა უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემაზე -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შედეგად იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა დროებით შეჩერდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა განაცხადეს, რომ  გაანადგურეს ყველა მონაცემი, რომელზეც წვდომა ჰქონდათ, მათ შორის სარეზერვო ასლები სერვერებზე პოლონეთში. უკრაინის ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, დადგინდა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანი ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირების მოშლა იყო. ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, სისტემის აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში