ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერების პეტიციის განხილვა 

19 დეკემბერი 2024, 14:45 228 ნახვა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერების პეტიცია განიხილა და ხელმომწერთა ნამდვილობა ვერ დაადგინა- აცხადებს დავით მათიკაშვილი და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს. მისი, თქმით პეტიციის 13 900-ზე მეტი მხარდამჭერიდან არცერთი მათგანი არ აწერს ხელს, არ უთითებს ტელეფონის ნომერს და პირადი ნომერი კი მხოლოდ ერთს აქვს მითითებული. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პეტიციის სულისკვეთებას ეთანხმება და სრულად იზიარებს, თუმცა კომიტეტი ვალდებულია ხელმოწერების ნამდვილობაზე იმსჯელოს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში