მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

19 დეკემბერი 2024, 11:53 230 ნახვა

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ინფორმაციას ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ პლატფორმაზე ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას.  „მკაფიო აქცენტი რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება“, - წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ცნობილია რომ ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება ასევე გერმანიის, იტალიის, დანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებს, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში