ისრაელმა იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

19 დეკემბერი 2024, 11:52 209 ნახვა

ისრაელმა იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იემენში სამიზნე ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც „ჰუსიტების“ მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. საჰაერო თავდასხმები იემენის დედაქალაქის მახლობლად მდებარე პორტსა და ნავთობის ობიექტზე განხორციელდა. „ჰუსიტების“ სატელევიზიო არხის ინფორმაციით, ისრაელის იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში