იტალიაში გამოქვაბულში ჩარჩენილი მკვლევარი გადაარჩინეს

18 დეკემბერი 2024, 14:38 210 ნახვა

გამოქვაბულის მკვლევარი 32 წლის ოტავია პიანა, რომელიც ბერგამოში ბუენო ფონტენოს გამოქვაბულში იყო ჩარჩენილი, მაშველთა ბრიგადამ წარმატებით გადაარჩინა. პიანა კვირას გამოქვაბულის შეუსწავლელ მონაკვეთში რვა მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, მათ შორის ხერხემლისა და ნეკნების ტრავმები, სახის მოტეხილობები და მუხლის დაზიანება.
მაშველებმა გამოქვაბულიდან ამოყვანის შემდეგ იგი ბერგამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს არ იყო პიანას პირველი უბედური შემთხვევა  გამოქვაბულში. 2023 წლის ივლისში იგი იმავე გამოქვაბულში 40 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში